ახალი ამბები
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მონაკვეთზე მიწის მასა ჩამოიშალა - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 161-ე კმ მონაკვეთზე (სოფელ ვერტყვიჭალასთან) მთის ფერდიდან ჩამოვიდა მიწის მასა რომელმაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა. ამის შესახებ განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"ამ დროისათვის, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო მოძრაობა გადართულია ვერტყვიჭალის კვანძის მიმართულებაზე,"- ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორკაციით მოცემულ ეტაპზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება.

Print