ახალი ამბები
სენაკში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა - ქალი დაიღუპა, მძღოლი მიმალულია
სენაკში, ქალაქის ცენტრში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შედეგად 80 წლამდე ასაკის ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. რაც შეეხება მძღოლს, ადგილობრივების ინფორმაციით, ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
Print