ახალი ამბები
ფოთში, ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა
ფოთში, ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატიო საელჩო გაიხსნა. სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ყირგიზეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაირატ ოსმონალიევს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საკონსულოს გახსნას ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის ისტორიული ფაქტი უწოდა ყირგიზეთის ელჩმა, კაირატ ოსმონალიევმა.

"საქართველო არის დიდი სატრანსპორტო ჰაბი. იცით, რომ ყირგიზეთს აქვს სარკინიგზო ხაზი ჩინეთთან, რომელიც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებსაც და ახალ სატრანსპორტო კორიდორს გვიხსნის, რომელიც ჩინეთიდან ყირგიზეთის, თურქმენეთს, უზბეკეთს, აზერბაიჯანის გავლით საქართველოში შემოდის და ამ სატრანსპორტო კვანძში ფოთს უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავს",- განაცხადა ყირგიზეთის ელჩმა.

ყირგიზეთის საკონსულო ფოთში პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობაა.
Print