ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამეგრელოში
სინოპტიკოსების პროგნოზით სამეგრელოში მზიანი ამინდი მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება. ამის შესახებ რადიო "ათინათთან" სინოპტიკოსმა სვეტლანა ნიორაძემ ისაუბრა. მისი თქმით 24 მარტს ტემპერატურის შემცირება და მცირე ნალექია მოსალოდნელი.

"სამეგრელოში მდგრადი, სტაბილური ამინდია მოსალოდნელი. უახლოს დღეებში საშუალო ტემპერატურა 15-20 გრადუსი იქნება. 24 მარტს, ოდნავ დაიკლებს ტემპერატურა, მოსალოდნელია წვიმაც. შემდეგ დღეებში ტემპერატურა მოიმატებს,"- უთხრა რადიო "ათინათს" სვეტლანა ნიორაძემ.

25 მარტიდან კი ტემპერატურა კვლავ აიწევს.
Print