ახალი ამბები
ზუგდიდის მასშტაბით 255 ახალი საგზაო ნიშანი დამონტაჟდება
ზუგდიდის მერიამ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მაფრთხილებელი და ამკრძალავი საგზაო ნიშნების შესყიდვისთვის 77 940 ლარის მოცულობის ტენდერი გამოაცხადა. დოკუმენტაციის მიხედვით მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე 255 საგზაო ნიშანი განთავსდება.

მათ შორისაა:

სექციური სიჩქარის კონტროლის ვიდეოსამეთვალყურეო კამერებისთვის შესაბამისი მაფრთხილებელი ნიშანი, რაოდენობა: 85 ცალი;
ვიდეოკონტროლის შესაბამისი მაფრთხილებელი ნიშანი, რაოდენობა: 60 ცალი;
პრიორიტეტის ნიშანი "დაუთმე გზა", რაოდენობა: 10 ცალი;
ამკრძალავი ნიშანი "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა", რაოდენობა: 90 ცალი;
ამკრძალავი ნიშანი "გაჩერება აკრძალულია", რაოდენობა: 10 ცალი.

მერიის ინფორმაციით საგზაო ნიშნები ახალ წერტილებზე განთავსდება. მათ შორის, ვიდეომონიტორინგის მაფრთხილებელი 60 აბრა იმ ახალი სათვალთვალო კამერების მიმდებარედ, რომლებიც მუნიციპალიტეტში დამონტაჟდა.

სატენდერო მომსახურების გაწევისთვის წინადადების მიღება 1 აპრილს დაიწყება და 4 აპრილს დასრულდება.


ამავე თემაზე:

24 მარტიდან ზუგდიდში ე.წ "ჭკვიანი კამერები" ამოქმედდება


Print