ახალი ამბები
ზუგდიდის სოფლებში: ოქტომბერში, კახათსა და ოდიშში, ბაღების მშენებლობის ტენდერი არ შედგა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში , ოქტომბერში, კახათსა და ოდიშში, 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობისათვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა მომსახურების შესყიდვის მიზნით 3 873 740 ლარიანი ტენდერი 6 მარტს გამოაცხადა. წინადადებების მიღება კი 20 მარტს ისე დასრულდა, რომ მომსახურების შესრულების სურვილი არცერთმა მიმწოდებელმა არ გამოთქვა.

სოფელ ოქტომბერში, სოფელ კახათში და სოფელ ოდიშში, ბაღების მშენებლობის ახალი ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.
Print