ახალი ამბები
აბაშელი ძალოსანი ლევან ოჩიგავა მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, აბაშელმა ლევან ოჩიგავამ ერთი ვერცხლისა და ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ამ შედეგით აბაშელი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

81 კილოგრამიანი კატეგორიაში, ატაცში ოჩიგავამ 137/143 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

აკვრაში კი 172/176/179 კილოგრამის დაძლევით ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ორჭიდის ჯამში 322 კილოგრამი დაძლია, რაც ამ დისციპლინაში საუკეთესო შედეგი იყო.

ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლევან ოჩიგავამ ნაკრებისთვის პირველი ოქრო მოიპოვა.

Print