ახალი ამბები
"მივიღე ოფიციალური შეტყობინება პარლამენტიდან"- მერაბ ქვარაია შესაძლო დეპუტატობაზე
მას შემდეგ, რაც  ფრაქცია "ქართული ოცნების" ხუთ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა, "ქართული ოცნების" პარტიული სიის მიხედვით საკანონმდებლო საქმიანობის დაწყების საშუალება მერაბ ქვარაიას ეძლევა. პარტია "ქართული ოცნების" წევრი რადიო "ათინათთან" ინტერვიუში ამბობს, რომ, ჯერჯერობით, გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. ოფიციალური წერილი კი პარლამენტიდან გუშინ მიიღო.

"გუშინ მივიღე ოფიციალური შეტყობინება პარლამენტიდან. შესაბამისი ვადის ფარგლებში მივიღებ გადაწყვეტილებას და ყველა მედია საშუალება გაიგებს. ამ ეტაპზე მხოლოდ ამ კომენტარით შემოვიფარგლები,"- უთხრა რადიო "ათინათს" მერაბ ქვარაიამ.

მერაბ ქვარაია პარტიული სიის 69-ე ნომერია.  2016-2020 წლებში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. 2014 წლიდან 2016 წლამდე კი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
Print