ახალი ამბები
ზუგდიდის ბაზრის მიწისქვეშა გადასასვლელში ადაპტირებული ლიფტი განთავსდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ამორტიზებული პანდუსების სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მიწისქვეშა გადასასვლელში შშმ პირებზე ადაპტირებული ლიფტების მოწყობის საპროექტო სამუშაოებისთვის 18 000 ლარის მოცულობის ტენდერი გამოაცხადა.

დოკუმენტაციის მიხედვით, პანდუსების რეაბილიტაცია და რამდენიმე წერტილზე ახლის განთავსება, ჯამში, 15 ლოკაციაზე გათვალისწინებული. შშმ პირებზე ადაპტირებული ლიფტი კი ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში დამონტაჟდება.

აღნიშნული მომსახურების გაწევის მიზნით წინადადების მიღება 8 აპრილს დაიწყება და 10 აპრილამდე გაგრძელდება.
Print