ახალი ამბები
სამეგრელო - ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გვირგვინით შეამკო
სამეგრელო - ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გვირგვინით შეამკო.

გიორგი გუგუჩიამ მოსახლეობას დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების 32 წლისთავი და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე მიულოცა. მისი თქმით ეს თარიღი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

"დღეს ორ მნიშვნელოვან თარიღს აღვნიშნავთ ეს არის უპირველეს ყოვლისა 1991 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების თარიღი, როდესაც მთელმა ერმა ერთხმად დაუჭირა მხარი ქვეყნის დამოუკიდებლობას, რისი შედეგიც არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და მეორე ეს არის ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე. მე მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ეს თარიღი.

1991 წლის 31 მარტს, ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა 98-მა დადებითი პასუხი გასცა კითხვას: "თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?". ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა კი ზვიად გამსახურდიამ 28 წლის წინ, ზუსტად 9 აპრილს გამოაცხადა.


ამავე თემაზე:

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფრენდუმიდან 32 წელი გავიდა


Print