ახალი ამბები
"სენაკის მერის ბიძა ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს" - TI
სააქციო საზოგადოებამ "არქეოპოლისმა", რომელიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძას, დემურ გადელიას ეკუთვნის, 2023 წელს ორ ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"  ინფორმაციით, სენაკის მერთან დაკავშირებული კომპანიის მიერ, მიმდინარე წელს მიღებული ტენდერების ღირებულება 5 251 682 ლარი შეადგენს.

" ვახტანგ გადელია სენაკის მერად 2021 წელს აირჩიეს. ამის შემდეგ მისი ბიძის კომპანიამ სენაკის მერიის 9 ტენდერი მოიგო, ჯამური ღირებულებით - 10 349 587 ლარი. ამ ტენდერებში "არქეოპოლისს" კონკურენტი მხოლოდ 3 შემთხვევაში ჰყავდა, მათ შორის ორჯერ - სენაკის მერის ბიძაშვილის, იოსებ გადელიას კომპანია შპს "ინდიკო". ვახტანგ გადელია წარსულში თავადაც მუშაობდა სს "არქეპოლისში" - 2009-2013 წლებში ის ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო,"- ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" სენაკის მერიის ტენდერებში სს "არექოპოლისის" საეჭვო ჩართულობის შესახებ 2022 წელსაც წერდა. საუბარი იყო ხუთ ტენდერზე, რომელიც სენაკის მერთან დაკავშირებულმა კომპანიამ უკონკურენტოდ მიიღო. თუმცა ამ შემთხვევაში საგამოძიებო სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კორუფციის შესაძლო ნიშნები ვერ აღმოაჩინა
Print