ახალი ამბები
ფინანსურმა პოლიციამ მარტში 13 000 კოლოფი უაქციზო თამბაქოს პროდუქტი ამოიღო
ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა მარტში ქვეყნის მასშტაბით 13 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.

ჯამში თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა - გადაზიდვის 120 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"71 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა.

4 ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. 45 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები,"- ვკითხულობთ ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი.
Print