ახალი ამბები
შესაძლოა უნებართვო გარევაჭრობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდეს
ცვლილებების კანონპროექტით, უნებართვო გარევაჭრობაზე, შესაძლოა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდეს. პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი.

მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გარევაჭრობას შესაბამისი ნებართვის გარეშე ეწევა, 20-დან 50 ლარამდე ჯარიმდება, ასევე, გათვალისწინებულია სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია. კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით კი ჯარიმის თანხა 100-დან 200 ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული ქმედების სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენა კი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობა ითვალისწინებს ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.



Print