ახალი ამბები
სამეგრელო - ზემო სვანეთში ხე - ტყის არასანქცირებული მოპოვების 28 სამართალდარღვევა გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყით სარგებლობის 265 ფაქტი გამოავლინეს. ოფიციალურ სტატიკას უწყება სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 28 სამართალდარღვევა დაფიქსირდა სამეგრელო - ზემო სვანეთში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით გასულ თვეში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 58 ფაქტი გამოვლინდა, ამოღებულია 10 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.


Print