ახალი ამბები
კომბინატი დასახლებაში გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა

ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში, ყოფილი საავადმყოფოს შენობაში, სადაც დევნილები ცხოვრობენ ღამის საათებში ხანძარი გაჩნდა

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი სავარაუდოდ ღუმელს გაუჩნდა, ხანძარმა მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ოთახი დააზიანა. თვითმხილველების ინფორმაციით მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოახერხეს.

 

 

Print