ახალი ამბები
როდემდე შენარჩუნდება მზიანი ამინდი სამეგრელოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების ინფორმაციით, სამეგრელოში მომდევნო დღეების განმავლობაში მზიანი ამინდი შენარჩუნდება. 18-19 აპრილს კი ზოგან ძლიერ ქარს ელოდებიან. 20 აპრილს კი დღის მეორე ნახევრიდან ტემპერატურა კლებას დაიწყებს, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით.

"დღეს და ხვალ სამეგრელოში უმეტესად უნალექო ამინდი და მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, ზოგან იქროლებს ძლიერი ქარი 16-18 მეტრ წამი სიჩქარით. 20 აპრილს დღის მეორე ნახევრიდან ტემპერატურის კლება, ნალექი და ელჭექია მოსალოდნელი."- უთხრეს რადიო "ათინათს" გარემოს ეროვნულ სააგენტოში.0
Print