ახალი ამბები
"ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, ძალიან მალე ჩვენ გამოვიტანთ უკვე უფრო დეტალურ ინფორმაციას"- პრემიერი ანაკლიის პორტის პროექტზე
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ ისაუბრა. პრემიერი განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო ამ თემაზე მუშაობს და ძალიან მალე დეტალური ინფორმაცია გასაჯაროვდება, მისი თქმით, სახელმწიფოს უნდა, რომ პორტის მშენებლობა შემოდგომაზე დაიწყოს.

"ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, ძალიან მალე ჩვენ გამოვიტანთ უკვე უფრო დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, როდის დავიწყებთ კონკრეტულად ანაკლიის პორტის მშენებლობას, რომელიც გვინდა, რომ ჩვენ დავიწყოთ შემოდგომაზე,“- განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ანაკლიის პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის დეკემბერში მიიღო.


მთავრობის ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია, რომ სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი.


ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, პირველი გემები 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.


ამავე თემაზე:

"გვინდა მშენებლობა შემოდგომაზე დავიწყოთ" - ირაკლი ღარიბაშვილი ანაკლიის პორტის შესახებ

ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით - პრემიერი
Print