ახალი ამბები
20 აპრილიდან სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 20 აპრილიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

"მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს."- ვკითხულობთ გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
Print