ახალი ამბები
სოფელ სალხინოში წაჩხურობის დღესასწაული იმართება
ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს დღესასწაული "წაჩხურობა" აღინიშნება. ამ დღეს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში მოსალოცად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან.
მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის თანახმად, მომლოცველებმა გზა ტაძრამდე ფეხით უნდა გაიარონ. შვილის მომლოდინე მორწმუნეებს თან პატარა აკვნები და სხვადასხვა შესაწირი მიაქვთ.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, სამეგრელოდან სვანეთისკენ მიმავალ ანდრია მოციქულს ამ ადგილას გამოუვლია და ქვის ჯვარი აღუმართავს. სწორედ იმ ადგილას ტაძარი მე-7 საუკუნეში აუგიათ. თუმცა ამჟამად შემორჩენილია ტაძრის მე–18 საუკუნეში განახლებული სახე.

ამავე თემაზე: 

წაჩხურობა (ფოტორეპორტაჟი)

წაჩხურობა სალხინოში და მომლოცველები სასწაულის მოლოდინში (ვიდეო)
Print