ახალი ამბები
აგვისტოში ანაკლია 3 დღიან ფესტივალს უმასპინძლებს
4, 5 და 6 აგვისტოს ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "კომორები" გაიმართება. ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. ამავე ცნობით, 3 დღიან ფესტივალზე 2 სცენა მოეწყობა და 40-ზე მეტი არტისტი დაუკრავს.

გასულ წელს "კომორებს" აჭარამ უმასპინძლა.

ანაკლიის ფესტივალის ლაინაფი მაისში გახდება ცნობილი.
Print