ახალი ამბები
სინოპტიკოსები სამეგრელოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
ხვალ დღის მეორე ნახევრიდან სამეგრელოში ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსების პროგნოზით  29 აპრილიდან პირველი მაისის ჩათვლით, ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს და 15-17 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია უხვი ნალექი წვიმის სახით.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში რადიო "ათინათს" უთხრეს, მაღალმთიან რაიონებში საშუალო ტემპერატურა 13-14 გრადუსი იქნება.


Print