ახალი ამბები
ცესკოს პირველადი მონაცემით, გიორგი ხახუბიამ ხმების 95.3% მიიღო

ცენტრალური საარჩენო კომისიის ინფორმაციით, ფოთის, სენაკისა და ხობის 75-ვე საარჩევნო უბნის დათვლის შედეგად,

"ქართული ოცნების"კანდიდატმა გიორგი ხახუბიამ 27 553 ხმა (95.3%) მიიღო, კახა კუკავას პარტიის წარმომადგენელს კი 1 359-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რაც საერთო ხმების 4.7 პროცენტია.

 

ფოთის, ხობისა და სენაკის ადგილობრივი მოსახლეობა საკანონმდებლო ორგანოში ორი კანდიდატიდან საკუთარ წარმომადგენელს ირჩევდა.


ოპოზიციურ პარტიებს საკუთარი წარმომადგენლები არ დაუსახელებიათ.
ფოთში, ხობსა და სენაკში არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მაჟორიტარი ირაკლი ხახუბია ტრაგიკულად დაიღუპა. გიორგი ხახუბია სწორედ მისი შვილია.

 

 

Print