ახალი ამბები
სოფელ რუხში მიტოვებული ჩვილი იპოვეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ადგილობრივებმა მიტოვებული ჩვილი იპოვეს. ფაქტი რადიო "ათინათს" სოფლის გამგებელმა ლევან ფარცვანიამ დაუდასტურა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალშობილი გოგონა რუხის ცენტრში, ერთ-ერთ მოსაცდელში იპოვეს, ის სპეციალურ საწოლში იყო მოთავსებული.

გოგონა, სავარაუდოდ, ერთი თვისაა. ის ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
Print