ახალი ამბები
ზუგდიდში აღმაშენებლის ქუჩაზე ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა
აღმაშენებლის ქუჩაზე, "ვისოლის" ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ, "ოპელის" და "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ცენტრალურ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხდა. 

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ბრიგადაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
Print