ახალი ამბები
პირი, რომელიც ფეთქებადი ურანის გასაღებისთვის დააკავეს, ჩხოროწყუელია
52 წლის ილია ბელქანია, რომელიც სუს-ის კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა ფოთში დააკავეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუდანაა. მისი მშობლების ინფორმაციით, ბელქანია უმუშევარია და ფოთში ნათესავებთან ხშირად დადიოდა, თუმცა ფაქტს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, მათთვის მოულოდნელი და დაუჯერებელია. მშობლები ასევე ჰყვებიან, რომ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, თუმცა არაფერი ამოუღიათ.

ბელქანიები ამბობენ, რომ დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიმა, დღეს, 1 მაისს, გავრცელა ინფორმაცია მამაკაცის დაკავების შესახებ, რომელიც რადიაქტიური ნივთიერების - ურანის გაყიდვას გეგმავდა.

ამავე თემაზე:

ფოთში დააკავეს პირი რომელიც რადიოაქტიური მასალის გაყიდვას გეგმავდა

Print