ახალი ამბები
შინაური ცხოველის მოვლა - პატრონობის წესების დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობის გაზრდა იგეგმება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების შესახებ კანონპროექტში ცვლილებების შეტანას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ შინაური ცხოველების მეპატრონეების მიერ მოვლა - პატრონობის წესების დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა გაიზრდება.

კობიაშვილის თქმით, ასევე, განიხილება ცხოველთა გამრავლებისა და გაყიდვის მონიტორინგის მექანიზმის შექმნა. ინიციატორების თმით, ცვლილების საჭიროება შინაური ცხოველების მხრიდან მომრავლებული აგრესიისა და ადამიანების დაკბენის ფაქტების გაზრდამ გამოიწვია.

"ბოლო პერიოდში საკმაოდ მოხშირდა შეტყობინებები აგრესიისა და დაკბენის შესახებ. მიმდინარე წელს იგეგმება მნიშვნელოვანი ცვლილებები. პარლამენტში უკვე მიმდინარეობს მუშაობა როგორც შინაური ბინადარი ცხოველების კანონპროექტზე, ასევე აღნიშნული 103-ე მუხლის კანონში ცვლილებებზე. ამ კანონის მიღების შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ განვახორციელოთ მონიტორინგი, გვქონდეს სია თუ ვინ აკეთებს ამ გამრავლების პროცედურებს, ვის აქვს ლიცენზირება," - განაცხადა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა.
Print