ახალი ამბები
ნონა გაფრინდაშვილი 82 წლის გახდა
მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონი, პირველი ქალი დიდოსტატი ვაჟთა შორის, მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენი, ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში დაიბადა. ჭადრაკის ლეგენდა დღეს 82 წლის გახდა.

ჭადრაკის თამაში 5 წლის ასაკში ნონა გაფრინდაშვილს ძმებმა ასწავლეს. ზუგდიდის ნაკრების სახელით, 12 წლის ასაკში, პირველად იასპარეზა ბათუმში გამართულ მოსწავლეთა რესპუბლიკური პირველობის ტურნირზე.

1962 წელს კი 21 წლისამ პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

ნონა გაფრინდაშვილს არაერთი ჯილდო და ორდენი აქვს მიღებული. ჭადრაკის ლეგენდა 2001 წელს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერიც გახდა. ასევე ქართული და მსოფლიო ჭადრაკის ცოცხალი ლეგენდა ზუგდიდის საპატიო მოქალაქეა.
Print