ახალი ამბები
"ყოველი მეექვსე მოქალაქე ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობს" - NDI-ს ახალი კვლევის შედეგები
NDI-ს მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებიდან ყოველი მეექვსე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ქვეყნის დატოვების სურვილი შედარებით მაღალია ახალგაზრდა მოქალაქეებსა და კაცებში.

NDI-ს უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს უკვე ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს.

ემიგრაციაში წასვლის მსურველების რაოდენობა შედარებით მაღალი იყო 2022 წლის დეკემბერში, ვიდრე 2023 წლის მარტში - გასულ წელს ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობდა ყოველი მეხუთე ადამიანი, ანუ ქვეყნის მოსახლეობის 20%.

კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.
Print