ახალი ამბები
უამინდობა სამეგრელოში 15 მაისამდე შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების პროგნოზით, სამეგრელოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი 15 მაისამდე შენარჩუნდება. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით, საშუალო ტემპერატურა მომდევნო კვირის განმავლობაში 16-18 გრადუსი იქნება.

"სამეგრელოში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება ნალექიანი ამინდი. ხვალ ზუგდიდში შეიძლება გამოიდაროს, თუმცა ღრუბლიანი ამინდი დარჩება. ტემპერატურა 14 მაისამდე საშუალოდ 16-18 გრადუსი იქნება. სამეგრელოს ტერიტორიაზე მთელ 15 მაისამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი,"- უთხრა რადიო "ათინათს" სინოპტიკოსმა ნინო წვერავამ.
Print