ახალი ამბები
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ომის ვეტერანები ერთჯერად დახმარებას მიიღებენ
ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები 500 ლარს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისგან ზურგის მუშაკები კი 200 ლარს.

ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ზუგდიდის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ. ომის ვეტერანებისთვის 500 ლარი, ზურგის მუშაკებისთვის 200 ლარი გამოიყო.

ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ზუგდიდში მცხოვრები ერთი ვეტერანი და 10 ზურგის მუშაკი ხვდება.

ასევე მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად – 1 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ, – პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.


Print