ახალი ამბები
ენმ - ს წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე ავთანდილ გაბელია თანამდებობას ტოვებს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე ავთანდილ გაბელია თანამდებობას ტოვებს, ამის შესახებ მან დღეს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა. მის მიერ გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ის უარს აცხადებს შიდაპარტიულ არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირებაზე და შესაბამისად, ტოვებს თანამდებობას.

"მიმაჩნია, რომ დღეს შიდაპარტიული არჩევნების ჩანიშვნისა და ხელოვნურად დაყოფის დრო არ არის, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და ქვეყნის მომავალი გაურკვეველია. ამ მძიმე დროს მნიშვნელოვანი იყო ყველა რესურსი ერთიანობისკენ ყოფილიყო მიმართული. 

ბოლო პერიოში ნაციონალურ მოძრაობაში არაჯანსაღი პროცესები შეინიშნება, რაც აისახება თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელიას მხარდამჭერთა მიმართ დისკრიმინაციის შექმნისა და ტექნიკური რესურსების შეზღუდვაში შიდაპარტიული დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგოდ", - ვკითხულობთ გაბელიას პოსტში.

მისივე თქმით, ის ტოვებს პარტიულ თანამდებობას, თუმცა რჩება ენმ-ს რიგით წევრად და აქტივისტად "მიხეილ სააკავშვილის, ნიკა გვარამიას და პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის ბრძოლაში". პარალელურად კი აგრძელებს, "საკრებულოში ხალხის მიერ მონიჭებული მანდატით პარტიულ და ადმინისტრაციულ საქმიანობას".




Print