ახალი ამბები
აპრილის თვეში სამეგრელო - ზემო სვანეთში ბრაკონიერობის 6 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, სამეგრელო - ზემო სვანეთში უკანონო თევზჭერის 6 ფაქტი გამოვლინდა.

უწყების ინფორმაციით ჯამში , საქართველოს მასშტაბით, ბრაკონიერობის 61 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 3 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

"ბრაკონიერები, უმეტეს შემთხვევაში, იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზჭერის 6 და ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 51 ფაქტი."- ვკითხულობთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.
Print