ახალი ამბები
პუტინი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს აუქმებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს. ბრძანება ძალაში 15 მაისიდან შედის. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ჩასვლა 90 დღით შეეძლებათ უვიზოდ.

გარდა ამისა, პუტინი აუქმებს აკრძალვას რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენაზე.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის ივლისიდან შეწყვიტა.

Print