ახალი ამბები
ძლიერი წვიმის შედეგად წალენჯიხაში მეწყერი ჩამოწვა
რამდენიმე დღიანმა წვიმამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ქალაქის შესასვლელთან მეწყერი ჩამოწვა,წაქცეულმა მრავალწლოვანმა ხეებმა გზა ჩახერგა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეფერხდა.

"ძლიერი წვიმების შედეგად ქალაქ წალენჯიხის შემოსასვლელთან ჩამოწვა მეწყერი, მრავალწლიანმა ხეებმა ჩახერგა გზა.რამაც დროებით შეაფერხა მოძრაობა. ამ დროისთვის გზა გახსნილია. გზის გაწმენდითი სამუშაოები სწრაფი ტემპით განხორციელდა წალენჯიხის სახანძრო -სამაშველო სამსახურის ტექნიკური ჯგუფის მიერ,"- ვკითხულობთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.


ჩახერგილი გზის მონაკვეთზე, გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულებულია.
Print