ახალი ამბები
ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გოლიათი ჩვილი დაიბადა
ფოთის ცენტრალური საავადმყოფო "ბომონდში" ბუნებრივი მშობიარობის გზით 5.200 კგ-ს ჩვილი დაიბადა. ამ ინფორმაციას კლინიკა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით მაქსიმე შონია დღეს დაიბადა.

"ფოთის ცენტრალური საავადმყოფო "ბომონდის" სამეანო გინეკოლოგიურ დეპარტამენტში დღეს ბუნებრივი მშობიარობის გზით სამყაროს მოევლინა კიდევ ერთი გიგანტი ვაჟკაცი მაქსიმე შონია, რომლის წონაც 5.200. კგ-ს შეადგენს. ვულოცავთ მშობლებს დიდი მაქსიმეს მობრძანებას და ვუსურვებთ ლაღ და ბედნიერ მომავალს,"- ვკითხულობთ კლინიკა "ბომონდის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print