ახალი ამბები
რუსულმა ავიაკომპანიამ თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანია "აზიმუტის" თვითმფრინავი დაეშვა. რუსეთ - საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ ეს პირველი შესრულებული რეისია.

პარალელურად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მობილიზებული არიან აეროპორტის როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე.

ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებამ საქართველოსთვის დაწესებული სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება 10 მაისს გამოაცხადა.


ამავე თემაზე: 

პუტინი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს აუქმებს

პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის გაუქმებას რუსეთის პროვოკაციად აფასებს და უსაფრთხოების საბჭოს შეკრებას ითხოვს

რას ფიქრობენ ზუგდიდში პუტინის გადაწყვეტილებაზე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ
Print