ახალი ამბები
ენმ-ს წევრებმა ზუგდიდის საკრებულოს ფანჯრიდან ევროკავშირის დროშები გადმოფინეს
ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის ფანჯრებიდან ევროკავშირის დროშები გადმოფინეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მაია კალანდია ავრცელებს.

მისი თქმით, ენმ-ს კაბინეტიდან დროშები საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ - ერთმა ხელმომწერმა გია მამფორიამ გადმოფინა.

"რა დამაძინებდა წუხელ, შვებულებაში ვარ, არ ვარ საქართველოში და რაც გავიგე, რომ ევროკავშირის დროშები ,,დაავიწყდათ'',

საქართველოს დამოუკიდებლობა ფიქციაა ევროკავშირის გარეშე, სამეგრელო-ზემო-სვანეთის რწმუნებული-გუბერნატორის სახელმწიფო ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის, ენმ-ს კაბინეტებიდან გადმოფენილია ევროკავშირის დროშები.

ვინ, თუ არა გია მამფორია, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი!"- წერს მაია კალანდია სოციალურ ქსელში.

კალანდია ზუგდიდელებს მოუწოდებს შეუერთდნენ აქციას და საკუთარი სახლის ფანჯრებიდან ევროკავშირის დროშები გადმოფინონ.



Print