ახალი ამბები
წალენჯიხა დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს და ევროკავშირის დროშებით აღინიშნავს
წალენჯიხაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ეროვნული დროშის გვერდით ევროკავშირის დროშები გამოიფინა.

რადიო "ათინათი" წალენჯიხის მერის მოადგილეს თამარ ბელქანიას ესაუბრა. მისი თქმით, ევროპული ღირებულებები ქართველი ერის ისტორიული არჩევანია და სწორედ ამას გამოხატავს წალენჯიხაში გამოფენილი ევროკავშირის დროშები.

წალენჯიხის მერიის შენობაზე გადმოფენილია უკრაინის დროშაც.

"წალენჯიხა არის ერთადერთი მუნიციპალიტეტი საქართველოში სადაც ქართული სახელმწიფო დროშის პარალელურად გამოფენილია ევროკავშირის დროშა და მუნიციპალიტეტის შენობას ამშვენებს უკრაინის დროშა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ქართველი ხალხის ისტორიულ ნებას გამოხატავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტი. დროშა არის სახელმწიფოს ისტორიული მანიფესტი სადაც ის ავლენს რა არის მისი ისტორიული კონტექსტი და სამომავლო ორიენტირი. ჩვენ ვართ ევროპა და ყოველთვის ვიქნებით. სირცხვილი დღეს ხელისუფლებას, რომელიც მალავს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ კონტექსტს,"- უთხრა რადიო "ათინათს" წალენჯიხის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ.

დღეს, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105 წელს აღნიშნეს. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს.

დღეს დამოუკიდებლობის დღეა - ზუგდიდი ღონისძიებებისთვის ემზადება (ფოტო)



Print