Error
ახალი ამბები
სირიის ოპოზიცია მოითხოვს სირიაზე დარტყმა არ გადაიდოს
ოპოზიციური სირიის თავისუფალი არმიის მეთაურმა, სალიმ იდრისმა, ქიმიურ იარაღთან დაკავშრებით მოსკოვის მიერ გაკეთებულ წინადადებას, სირიის რეჟიმის აშშ–ს სამხედრო ოპერაციისგან გადასარჩენი მანევრი უწოდა. "ჩვენ მოგიწოდებთ განახორციელოთ დარტყმა. ჩვენ ვაფრთხილებთ მსოფლიოს საზოგადოებრიობას, რომ რეჟიმი ცრუობს", - განაცხადა ოპოზიციონერმა ტელეარხ „ალ–ჯაზირა“– სთვის მიცემულ ინტერვიუში. ს.იდრისმა აღნიშნა, რომ მოსკოვმა და დამასკომ ძალიან კარგად იციან, რომ „აშშ–ში გაიმართება კენჭისყრა (კონგრესში - ИФ), მათ ასევე იციან, რომ დარტყმა გააცამტვერებს ასადის რეჟიმს". სირიის ოპოზოციური და რევოლუციური ძალების ეროვნული კოალიციის წარმომადგენელმა, სამირ ნაშარმა ჟურნალისტებს განუცხადა " ჩვენ ისევ დ ისევ იმედგაცრუებულები ვართ დარტყმის გადავადების გამო, რაც აშშ–ის პოზიციის შეცვლამ გამოიწვია, და ასევე იმ შეთანხმებებით, რომლებიც სირიის ოპოზციის ინტერესების ხარჯზე იქნა მიღწეული ". "ამ გზით, ისინი ( აშშ - ИФ) მას, პრეზიდენტ ბაშარ ასადს ნება რთავენ, იმის მიუხედავად, რომ მას არც კი დაუწყია ქიმიური იარაღის არსებობის აღიარება, შემდეგი ქმედებები, ოღონდ უკვე ქიმიური იარაღის გარეშე, განახორცელოს“- თქვა მან.
Print