ახალი ამბები
იანვარ-მარტში სამეგრელო-ზემო სვანეთში 7 ბავშვზე იძალადეს - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტი ოჯახში ძალადობის, 2023 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, სამეგრელო - ზემო სვანეთში ოჯახში ძალადობისთვის 191 ადამიანზე 102 შემაკავებელი ორდერი გაიცა.

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ 2023 წლის იანვრიდან  მარტის ჩათვლით, სამეგრელო - ზემო სვანეთში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 7 არასრულწლოვანი აღირიცხა. აქედან 2 ბიჭია, 5 კი გოგონა. ამასთან, სტატისტიკით, 79 მოძალადიდან ერთი არასრულწლოვანია. 

ძალადობაში ბრალდებულთა საერთო რიცხვი  95-ს შეადგენს. აქედან 79 მამაკაცია,16 კი ქალი.

Print