ახალი ამბები
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ სერია A-ს გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

"საუკეთესო საუკეთესოთა შორის. კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშეა. გამორჩეული, ფენომენალური სადებიუტო სეზონი, რომლითაც მან დამსახურებული ადგილი მოიპოვა სერია A-ს სეზონის გუნდში", - ვკითხულობთ ახალგაზრდა ფეხბურთელზე.


Print