ახალი ამბები
საქართველოში უმუშევრობის დონე მცირდება - პრემიერის ანგარიში
სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს მთავრობის მიერ სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შედეგად, გასულ წელს 12 645 ადამიანი დასაქმდა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი 3 815-მა მოქალაქემ დაიწყო სამსახური.

პრემიერ მინისტრის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით 3.4 პროცენტით შემცირდა.

"უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით, 3.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს − 17.3%-ს გაუტოლდა. უმუშევართა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 48.3 ათასი ადამიანით შემცირდა და 267.9 ათასი შეადგინა. დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს მნიშვნელოვნად − 66.3 ათასით გაიზარდა და 1,283.7 ათასი შეადგინა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შედეგად, 2022 წელს დასაქმდა 12 645 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის, 8811 პირი სოციალურად დაუცველია. ხოლო 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით − 3 815, საიდანაც 3600 სოციალურად დაუცველი მოსარგებლეა. პროფესიული გადამზადება აირჩია 609 პირმა", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში.

ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშის თანახმად, იპოთეკური სესხების თანადაფინანსების პროგრამით, დაფინანსებული სესხების მოცულობა 256.4 მილიონი ლარია.

მთავრობის მეთაური პარლამენტს ანგარიშს 30 ივნისს პირადად გააცნობს.
Print