ახალი ამბები
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამნაღმველები და კინოლოგები მუშაობენ
ზუგდიდის რაიონული სასამართლოდან ყველა თანამშრომელი ევაკუირებულია. ამ წუთებში სასამართლოს შენობაში კინოლოგები და გამნაღმველები შევიდნენ.

სპეციალური მოქმედებები შენობაში მას შემდეგ დაიწყო, რაც სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე შენობაში ბომბის არსებობასთან დაკავშირებით შეტყობინება შევიდა.

შეტყობინება ნაღმის არსებობის შესახებ ქუთაისის, ბათუმის, სენაკის, გურჯაანის, გორისა და მცხეთის სასამართლოებშიც მიიღეს.
Print