ახალი ამბები
მარტვილის კანიონზე ახალი 3D განათებების დათვალიერება მომდევნო ერთი კვირა უფასო იქნება
მარტვილის კანიონის დათვალიერება ვიზიტორებისთვის ღამის საათებშიც იქნება შესაძლებელი. ადგილზე ახალი 3D განათებები დამონტაჟდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, განათებების ახალი სისტემა, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დამონტაჟდა და ის ბუნებას ზიანს არ აყენებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით მარტვილის კანიონის დათვალირება, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ადგილობრივებისთვის უფასო იქნება.
Print