ახალი ამბები
საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე საქართველოს ზუგდიდელი მაია ვეკუა წარადგენს
"მის ევროპა კონტინენტალზე" საქართველოს სახელით ზუგდიდელი მაია ვეკუა წარდგება. სილამაზის კონკურსი, რომელშიც 50 მონაწილე მიიღებს მონაწილეობას, იტალიის ქალაქ ნეაპოლში ჩატარდება. რადიო "ათინათთან"  მაია ვეკუა აღნიშნავს, რომ დიდ კონკურენციას ელოდება, თუმცა სასურველი შედეგის მისაღებად ყველაფერს გააკეთებს.

"ძალიან დიდი კონკურენციას ველოდები, 50 ქვეყნიდან იქნებიან კონკურსანტები. მე, რა თქმა უნდა, ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ. დაახლოებით, ერთი წლის წინ მომწერეს ამ კონკურსის შესახებ. უკვე გამომიგზავნეს ოფიციალური კონტრაქტი, რომელსაც ხელი მოვაწერე. ჟიურისთვის პრიორიტეტი ბუნებრიობაა და იმედი მაქვს, სასურველ შედეგს მივიღებ,"- უთხრა რადიო "ათინათს" ვეკუამ.

"მის ევროპა კონტინენტალი" 2023 წლის 18 ნოემბერს დაიწყება და 21 ნოემბერს დასრულდება
Print