ახალი ამბები
უეფამ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა
ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია უეფამ 2022-2023 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა. ევროპის საფეხბურთო ასოციაცია ქართველ თავდამსხმელს "ნაპოლის" ვარსკვლავს უწოდებს და მის ფოტოს აქვეყნებს.

მანამდე კვარაცხელია იტალიის სერია A-ს წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.


Print