ახალი ამბები
საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება
საქართველოდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დაბინძურებული ჰაერის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი საქართველოში გაუმართავი ავტოპარკია, რისი მნიშვნელოვანი ნაწილიცაა კატალიზატორების პრობლემა.

“ჩვენ შევისწავლეთ საკითხი და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ გამოვცემთ ცალკე დადგენილებას და აიკრძალება ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა, რადგან სამწუხარო რეალობაა, რომ ავტომობილებს აცლიან კატალიზატორს და შემდეგ ყიდიან უცხოეთში'', – განაცხადა პრემიერმა 

ასევე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში 2013 წლამდე წარმოებული ავტომობილების შემოყვანა შეიზღუდება.
Print