ახალი ამბები
სოფელ რუხში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
სოფელ რუხში, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია ორი ადამიანი. ფაქტი რადიო "ათინათს" რუხში მერის წარმომადგენელმა ლევან ფარცვანიამ დაუდასტურა. შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პირი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, მანქანის მოცურება გახდა.

"დაახლოებით, ორი საათის წინ მოხდა ავარია. დეიდა და დისშვილი არიან დაღუპულები. ქალი, დაახლოებით, 65 წლისაა, მამაკაცი, ალბათ, 30 წლამდე იქნება. მოუცურდათ მანქანა. ერთია დაშავებული და სასწრაფოთი წაიყვანეს,"- უთხრა

რადიო "ათინათს" ფარცვანიამ.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცავები მუშაობენ.
Print