ახალი ამბები
ნოსირის გზაზე ავარიის შედეგად 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა
თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზაზე, სოფელ ნოსირის მონაკვეთზე, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად, 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა. რადიო "ათინათის" ინფორმაციით, ოთხივე დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცია.

დაშავებულები უკვე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
Print