ახალი ამბები
სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ძლიერ წვიმას ელოდებიან
გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო დღეებში მოსალოდნელი უამინდობის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსები, 20-22 ივნისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე უხვ ნალექს პროგნოზირებენ, ძლიერი წვიმების შედეგად კი მოსალოდნელია პატარა მდინარეებისა ადიდება და წყალმოვარდნები.

მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება.
Print